LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo–მ Tesla-ს მთავარი კონკურენტი გამოაჩინა

car

კომპანია Volvo Trucks–მა გაავრცელა თიზერი, რომელშიც Tesla Semi–ს პირდაპირი კონკურენტი VNR Electric ასახული. ავტომობილის საჯარო დებიუტი კალიფორნიაში 2019 წლისთვის შედგება, კომერციულ ექსპლუატაციაში კი მოდელი ერთი წლის შემდეგ ჩაეშვება.

ელექტრონული Volvo, არსებული მოდელის VNR–ის ბაზაზეა აწყობილი. თუმცა, მისგან განსხვავებით დიზელის ძრავი D11–ის ნაცვლად ელექტრონული აგრეგატი მიიღო. უფრო ზუსტად კი მწარმოებელმა ხარისხის მაქსიმალურად გასაზრდელად მძიმე სატვირთოს FE Electric–ის გადაცემათა სისტემაც კი გამოიყენა.

მოდელს მთლიანობაში ორი ელექტრო ძრავი აქვს და სიძლიერე 503 ცხენის ძალას შეადგენს. ელემენტს ერთი დამუხტვით 200 კმ–ს გავლა შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ Volvo-მ თავისი პირველი ელექტრო სატვირთო 16 ტონიანი FL Electric გასულ აპრილის თვეში წარადგინა. 2 საფეხურიანი ტრანსმისიის აგრეგატს ერთი დამუხტვით 300 კმ–ს გავლა შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები