LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo-მ დიზელზე ოფიციალურად უარი განაცხადა

112
volvo

კომპანია Volvo-მ დიზელის ძრავებზე უარი განაცხადა. მათი წარმოება 2024 წლის დასაწყისში დასრულდება, რის შემდეგაც მწარმოებელი მხოლოდ ჰიბრიდებსა და ელექტროქარებზე გადაერთვება. 2030 წლისთვის მთლიანად ელექტრონულ აგრეგატებზე იგეგმება გადასვლა, ხოლო 2040 წლისთვის კომპანია კლიმატურად ნეიტრალური გახდება. რაც იმას ნიშნავს, რომ Volvo გარემოს აღარ დააბინძურებს და სხვადასხვა „მწვანე“ ინიციატივებსაც შეუწყობს ხელს.

შვედური ბრენდი გახდება ერთ-ერთი პირველი, რომელიც მსგავს ნაბიჯს გადადგამს და შეუერთდება Porsche-ს, რომელმაც დიზელის ძრავებზე უარი ჯერ კიდევ 2018 წლის კრიზისის დროს თქვა. თუმცა, Volvo-ს სულ სხვა მიზეზი აქვს. უფრო სწორედ მიზეზები – მავნე გამონაბოლქვის შემცირება, მოთხოვნის ცვლილება და ელექტროფიკაციაზე აქცენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები