კომპანია Volvo-მ ქროსოვერის – XC60-ის შემდეგი თაობის საგზაო ვარიანტის გამოცდა დაიწყო. სატესტო პროტოტიპის პირველი ჯაშუშური ფოტოები ამსტერდამში გადაიღეს. კადრები გამოცემა Autoevolution-მა გაავრცელა.
ქროსოვერი 2017 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება ავტოასპარეზზე. სავარაუდოდ, ამავე მწარმოებლის ჯიპიც ზუსტად იგივე სტილისტიკით იქნება წარმოდგენილი.
მოდელი რამდენიმე ტიპის ძრავით იქნება წარმოდგენილი. როგორც ირკვევა, ბენზინისა და დიზელის საწვავზე მომუშავე 3 ან 4 ლიტრიანი აგრეგატი საშუალოდ 320 ცხენის ძალის სიმძლავრის იქნება. აღსანიშნავია, რომ ავტომობილის ყველაზე მძლავრი მოდიფიკაცია 400 ცხენის ძალის ერთეულით ხასიათდება.