Volvo-მ ახალგაზრდა მძღოლებისთვის წითელი გასაღები გამოუშვა. სიახლე რამდენიმე მოდელზე – S90-ზე V90-ზე და XC90-ზე მოქმედებს და მისი მიღება დამატებითი საფასურის გადახდითაა შესაძლებელი. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, წითელი გასაღები სპეციალურად ახალგაზრდა, ნაკლებად გამოცდილი მძღოლებისთვის შექმნეს. საქმე ისაა, რომ გასაღები ავტომობილის სიჩქარეს 120 კმ/სთ-მდე ზღუდავს. გარდა ამისა, მისი გამოყენებისას უსაფრთხოების ყველა სისტემა აქტიურდება, მათ შორის გადატვირთული მოძრაობის კონტროლი, საგზაო ნიშნების სწორად აღქმა და თუკი მძღოლი დაღლილია, ავტომობილი უბრალოდ ჩერდება. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, გასაღები იმ ადამიანებისთვისაცაა, ვინც თავის მანქანას სხვებს ხშირად ანდობს და ამის გამო ბევრსაც ნერვიულობს. სიახლე კი ამ პრობლემას მარტივად მოაგვარებს. აღსანიშნავია, რომ წითელი გასაღების შეძენა ჯერჯერობით მხოლოდ დიდ ბრიტანეთში – 110 ფუნტადაა შესაძლებელი.