LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo დეკრეტულ შვებულებას დედებსაც მისცემს და მამებსაც

37
volvo2045

Volvo მზადაა, რომ ყველა თანამშრომელს 24 კვირიანი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება მისცეს, რათა მათ ბავშვზე ზრუნვა შეძლონ.

ავტომწარმობელმა დაიწყო კამპანია, სახელად family bond და მისი გამოყენება შეეძლება ყველას, ვინც კომპანიაში ერთ წელზე მეტი ხანია მუშაობს. ყველა თანამშრომელი, მიუხედავად სქესისა შვებულების გამოყენებას შეძლებს. პროგრამა ძალაში პირველი აპრილიდან შევიდა.

პროგრამა შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ბავშვი თავად გააჩინა ან იშვილა. დეკრეტში გასვლას შეძლებენ ერთსქესიანი წყვილებიც, იმ შემთხვევაში თუკი სუროგატი დედისგან შვილი შეეძინათ.

ავტომწარმოებელი თანამშრომლებს დეკრეტის დროს საბაზისო ხელფასის 80%–ს გადაუხდის. ამასთან, ამ შვებულების გამოყენება მშობლებს ბავშვის დაბადებიდან 3 წლის განმავლობაში შეეძლებათ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი პროგრამა მათ საკმაოდ სოლიდური თანხა დაუჯდებათ. თუმცა, ეს ინიციატივა ბრენდის იმიჯს გაამყარებს და დახარჯული თანხა ამად ნამდვილად ღირს.

„ამას მხოლოდ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობისთვის არ ვაკეთებთ, ვფიქრობთ რომ პროგრამა კომპანიისთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება. ჩვენ ძალიან მიმზიდველი დამსაქმებლები გავხდებით.“ – კომპანიის აღამსრულებელი დირექტორი.

Volvo–მ   ასეთი პროგრამის დაწყების იდეა შვედეთის კანონმდებლობაზე დაყრდნობით გადაწყვიტა. საქმე ისაა, რომ ბავშვის მოვლის საკითხებთან დაკავშირებით შვედეთი თავის მოსახლეობას მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები