LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: „საქართველო რჩება ტურისტულ ჰაბად და უსაფრთხო ქვეყანაა.. ბელგიის გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში განვითარებულ მცირე მასშტაბის შეჯახებებს ეხება“

115
გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ბელგიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღების შესახებ  გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

სამადაშვილი: „ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო ამოიღოს იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, რომელიც ევროკავშირში უსაფრთხოდ ითვლება.. არსებობს სერიოზული საფრთხე, ბელგიას სხვა ქვეყნები მიჰყვეს“ 

ვოლსკის განცხადებით, „ცუდია, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს ეს სიხარულს ანიჭებს“.

„სულ ახლახან საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციის კონფერენცია ჩატარდა, მთელი მსოფლიოს ტურისტული ადმინისტრაციები საქართველოში იყვნენ. ახლახან იყო ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში, უშველებელი რაოდენობის ფორუმები და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები.

ვფიქრობ, გადაწყვეტილება გარკვეულწილად ბოლო პერიოდში განვითარებულ მცირე მასშტაბის შეჯახებებს ეხება, მაგრამ ამავე დროს თავის შინაარსით არის პოლიტიკური.

ცუდია, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს ეს სიხარულს ანიჭებს და, ვფიქრობ, ამ მიმართულებით მათი მუშაობა ინტენსიურად გრძელდება, რომ ევროპაში როგორმე დამატებით ნეგატიური ინფორმაცია შეიტანონ, თუმცა, ფაქტები გვიჩვენებს, რომ საქართველო რჩება ტურისტულ ჰაბად და უსაფრთხო ქვეყანაა.

საკმაოდ დიდი ბრიგადა მუშაობს, რომ როგორმე იქნებ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო გადაადგილება შეეზღუდოს ევროპაში, ეს თემა არ ეხება ამას, მაგრამ ბევრი რამ გამოავლინა ჩვენს ყოველდღიურ ყოფიერებაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს შიდა მტერი გაცილებით მეტი ჰყავს, ვიდრე ოპონენტი საგარეო ფორმატში და სივრცეში“, – თქვა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის, დღეს პარტია „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო ამოიღოს იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, რომლებიც ევროკავშირში უსაფრთხო ქვეყნებად ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები