LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ლაპარაკი გახშირდა – ამ მდგომარეობის გამოხატულებაა მისი მოწოდებები რევოლუციური პროცესების განვითარებისკენ

76
ვოლსკი

„მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ლაპარაკი ძალიან გახშირდა და ამ მდგომარეობის გამოხატულებაა მისი მოწოდებები დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების განვითარებისკენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოსკიმ განაცხადა.

მისივე სიტყვებით, “მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ასეთი ხშირი ლაპარაკი შეიძლება იმ იდეასაც ემსახურებოდეს, რომ მდგომარეობა მძიმეა და არ შეიძლება, პატიმრობაში რჩებოდეს”.

“ნერვული აშლილობა, დეპრესია, სისუსტე” – კონსილიუმის შემაჯამებელი დასკვნა სააკაშვილზე

“ამ ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ აგრესიული ჯგუფი იკრიბება და ამ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანის იდეების რეალიზაციაზე საუბრობს.

როგორც ვხედავთ, პარტიაში ერთმანეთს ორი თემა დაეჯახა – აირჩიო პარლამენტი და არა ქუჩა, პარლამენტი და არა – სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება.

„ნაციონალური მოძრაობისგან“ არავითარ საპარლამენტო მუშაობას არ ველოდები, რადგან მათი მხრიდან ისევ იქნება მცდელობა იმის, იმ შეგონების რეალიზაცია მოახდინონ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ძალისმიერ მოქმედებებთან დაკავშირებით გააჩნია. ჩვენს ქვეყანას თუ რამე არ სჭირდება, ეს არის არეულობა, დაპირისპირება, ხოლო სააკაშვილი არის არეულობის და დაპირისპირების სიმბოლო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ლომჯარია: სააკაშვილის მკურნალობის მეთოდოლოგიის მხრივ, არსებითი ცვლილებები არ განხორციელებულა – კვლავ შეუსრულებელია ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის რეკომენდაციები

გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა სააკაშვილის განცხადებაზე, რიგგარეშე არჩევნებისა და საყოველთაო პროტესტის თაობაზე. ვოლსკის თქმით, რესურსი, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა რევოლუცია მოახდინოს და მიხეილ სააკაშვილი საკნიდან ფიზიკურად დაიხსნას, არ არსებობს.

„რასაკვირველია, საკნიდან დახსნაც უკავშირდება მის გამეფებას, როგორც მას წარმოუდგენია – საკუთარ თავს გარკვეულ ისტორიულ პიროვნებებს ადარებს და თავისი თავისთვის ზუსტად იგივე მომავალი ესახება. არ ვიცი, ეს ფსიქიკურ მდგომარეობას დავაბრალო თუ ადამიანის მისწრაფებას, რომ ქვეყანა პოლიტიკური მიზნებისთვის არიოს. არ ვიცი, მისი განცხადებები რომელი კუთხიდან გავაანალიზოთ, მაგრამ ფაქტია, რომ მას ქვეყნისთვის კარგი არ უნდა”, -აცხადებს ვოლსკი.