LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: „ქართული ოცნება“ ყველაზე ადეკვატურ პოლიტიკას ატარებს – არავის უნდა გაუკვირდეს, რომ იმ მხარეს, სადაც სტაბილურობის გარანტია არა მარტო სიტყვიერია, არამედ რეალური, გაცილებით მეტი მხარდაჭერა იქნება

121
BeFunky-collage (1)

„არავის უნდა გაუკვირდეს, რომ იმ მხარეს, სადაც სტაბილურობის გარანტია არის არა მარტო სიტყვიერი, არამედ რეალური, გაცილებით მეტი მხარდაჭერა იქნება,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ შიდა და გარე გამოწვევებთან დაკავშირებით ყველაზე ადეკვატურ პოლიტიკას ატარებს.

„როდესაც მსოფლიოში სიტუაციის ანალიზს აკეთებ, ის პროცესები, რაც მიმდინარეობს, შიდა და გარე გამოწვევები, რა ზოგადად გვაქვს, ამასთან დაკავშირებით ყველაზე ადეკვატური პოლიტიკა არის ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს. ეს არ არის რაღაც მოგონილი თემა. ჩამოყალიბებულია ფორმულა იმის მიხედვით, თუ რა განწყობებია საზოგადოებაში. რასაკვირველია, აქ საზოგადოებრივი აზრის სწავლაც მიდის, მაგრამ რეალობა უნდა დავინახოთ მონაცემებში.

გინდ ეკონომიკური მართვის სისტემა ავიღოთ, გინდ ციფრები და გინდ ის მაჩვენებელი, რასაც სტაბილურობის შენარჩუნება ჰქვია მსოფლიო ისტორიის ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც ჩვენს გარშემო ასეთი ტურბულენტური მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ იმ მხარეს, სადაც სტაბილურობის გარანტია არის არა მარტო სიტყვიერი, არამედ რეალური, გაცილებით მეტი მხარდაჭერა იქნება, ვიდრე იმ მხარეს, რომელიც ნგრევას, დესტაბილიზაციას და რევოლუციური პროცესების განვითარებას გვპირდება“,-განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები