LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: „პროფესიონალი იურისტების ვერცერთი თავყრილობა სხვაგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. აი, ამ სამს რა აქვს განსხვავებული, ძალიან მაინტერესებს“

162
ვოლსკი მოსამართლეებზე

„ფაქტია, რომ 52-ე მუხლი დარღვეულია. პროფესიონალი იურისტების ვერცერთი თავყრილობა ვერ მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას. აი, ამ სამს რა აქვს განსხვავებული, ძალიან მაინტერესებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

აღნიშნულით იგი გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლისგან გადაწყვეტილებას, რომელთაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დადგენაზე განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ.

„იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. დღეს გაიცინა საქართველოს კონსტიტუციამ და დაღვრემილია საქართველოს პრეზიდენტი“ – გურამ მაჭარაშვილი

„არ მგონია სალომე ზურაბიშვილი დღეს იყოს იმ ხასიათზე, რა ხასიათზეც დაახლოებით ერთი თვის, თუ თვე-ნახევრის წინ იყო, როდესაც საკუთარ საზოგადოებას ღიმილიან ფოტოებს უგზავნიდა“.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თეიმურაზ ტუღუშმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და ირინა იმერლიშვილმა დროულად უნდა წარადგინონ არგუმენტაცია, თუ რატომ არ გაიზიარეს პლენუმის გადაწყვეტილება.

პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ დასკვნაზე სამი მოსამართლის განსხვავებული მოსაზრება გამოქვეყნდა 

„ამ შემთხვევაში, ოპოზიციამ, რომელიც პრეზიდენტის ვოიაჟს საქართველოსთვის პოზიტიურ მოვლენად განიხილავს, ან კონსტიტუცია უნდა უარყოს, ან სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თავისი მოსაზრება უნდა გამოთქვას“. – გია ვოლსკიმ.

ვინ არიან მოსამართლეები, რომლებმაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს 

 

 

 

გამოყენებული ტვ „ფორმულას“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები