მარტო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მიტინგი რომ შეიკრიბოს, ისიც მრავალათასიანი იქნება და პათოსიც იგივე იქნება – საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხმას იმისთვის გვაძლევს, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით სერიოზული და შედეგიანი ნაბიჯები გადაიდგა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს გამოსავალი არ არის.
სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს
ვინ უერთდება და ვინ – არა მოძრაობის “შინ ევროპისკენ” მოთხოვნებს
“ოპოზიციას საკმაოდ მძლავრი მექანიზმი აქვს, ნებისმიერი ფორმატის კონსულტაციაში მიიღოს მონაწილეობა. ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეა დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, რამაც მთლიანობაში არეულობა, ქაოსი, რევოლუციური პროცესების განვითარება უნდა მოიტანოს. წინასწარ იციან, რომ ამ თემაზე ხელისუფლებას პოზიტიური გამოხმაურება არ ექნება – რა საკვირველია, ქვეყანას ამისთვის ვერ გავწირავთ! არსებობს არჩევნების დადგენილი ვადა და არა ქაოსი, რისი ამოცანაც ჩვენს წინაშე დგას.
არანაირი პოზიტიური განწყობა იმისა, რომ ქვეყანამ დეპოლარიზაციას მიაღწიოს, არ არსებობს. ყველანაირი ფორმატი არსებობს იმისთვის, რომ საკითხებზე ვიმსჯელოთ და საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ტექნიკური მთავრობა გამოსავალი არ არის – ეს ჩვენი ქვეყნისთვის ქაოსის გარდა, არაფრის მომტანი არ არის”, – თქვა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, მასშტაბური საპროტესტო მოძრაობის დაწყების მიზეზი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გახდა .
3 ივლისს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაიძვრება ხალხი და პარლამენტთან გაიმართება კიდევ ერთი აქცია. ამის შესახებ „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა 24 ივნისს გამართულ აქციაზე.