უმრავლესობის წევრი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პარლამენტმა ისეთი რეზოლუცია მიიღო, როგორც რეზოლუციაც უკრაინას სჭირდება.
კითხვაზე, აპირებს თუ არა “ქართული ოცნების” დელეგაცია უკრაინაში ჩასვლას, ვოლსკიმ განაცხადა, რომ თუ საჭირო იქნება დელეგაციაც ჩავა:
“მიმდინარეობს მუშაობა. საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციების პროცესში ვიმყოფებით როგორც კიევთან, ასევე ბრიუსელთან და ვაშინგტონთან. თუ საჭირო იქნება დელეგაციაც ჩავა…
ისეთი რეზოლუცია მივიღეთ, როგორც რეზოლუციაც უკრაინას სჭირდება. კრიტიკა იმ ადამიანებისგან ისმის, ვისაც არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რათა პუტინის ის გეგმა ვერ შეესრულებინა, რაც შეასრულა. ამაზე სერიოზული ეჭვები უნდა გამოვთქვათ. სად მიდის მათი გეგმა? რა არის მათი სტრატეგია და დესტაბილიზაციისთვის ხომ არ უნდათ ამ თემის გამოყენება?
“ნაციონალურმა მოძრაობამ” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სახელმწიფო რუსეთის საფრთხის წინაშე განეიარაღებინათ, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დღეს საქართველოს ის რესურსი არ ჰქონოდა, რომლითაც შეიძლება ოკუპანტს დაუპირისპირდეს, თუნდაც ძალით” – აცხადებს გია ვოლსკი.
უკრაინის დროშას, რომელსაც მოქალაქეებმა ხელი მოაწერეს, ოპოზიცია რადაში წაიღებს