LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: „გაბაშვილი და უგულავა სააკაშვილს ჯართში გადაგდებულს ეძახდნენ, რა ამოცანა აქვთ, არ ვიცი, ალბათ კეზერაშვილის სალაროს ფანჯარაში თავის შეყოფა უნდათ“ 

188
ვოლსკი და გაბაშვილ-უგულავა

„ალბათ, კვიპროსში თავის მოსაწონად ჩავიდნენ, რათა იმ სქემიდან არ ამოვარდნენ, რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა და აღნიშნულით გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ცნობას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების – ელენე ხოშტარია, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის კეზერაშვილთან შესახვედრად, კვიპროსზე შესაძლო გამგზავრებას.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, არსებობს რევოლუციური კომიტეტი და ეს ადამიანები კვიპროსში ჩავიდნენ, რომ კეზერაშვილს თავისი მოსაზრებები უთხრან, რამდენად კარგები არიან რევოლუციურ კომიტეტში.

მამუკა მდინარაძე: ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიციირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოყვა, მთლიანად გააშიშვლა რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვები

დეპუტატის აზრით, მათი მიზანია კეზერაშვილის სქემაში ჩაერთონ და თავისი თავი წარმოაჩინონ პოლიტიკურ ლიდერებად.

„უგულავასა და გაბაშვილს რა კონფიგურაცია აქვთ, ვერ გეტყვით, რადგან დიდი ხანია, არ მინახავს, მაგრამ ელენე ხოშტარიას რეიტინგი მაღალი არ არის და ალბათ, კვიპროსში თავის მოსაწონად ჩავიდნენ, რათა იმ სქემიდან არ ამოვარდნენ, რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს.

ხოშტარია: გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს თავის თავს, „დროა“ - არა, ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი

„ზურაბ ჯაფარიძესთან და გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. გიორგი ძალიან კეთილსინდისიერად და ენერგიულად იყო ჩართული ყველაფერში. მადლობელი ვარ მისი ამ თანამშრომლობისთვის“ - ამბობს ხოშტარია.

მათი მიზანია, ამ სქემაში ჩაერთონ და თავისი თავი წარმოაჩინონ იმ პოლიტიკურ ლიდერებად, რაც რევოლუციურ კომიტეტს სჭირდება და გაერთიანებულია ხაბეიშვილის გარშემო.

არსებობს რევოლუციური კომიტეტი და ეს ადამიანები კვიპროსში ჩავიდნენ, რომ კეზერაშვილს თავისი მოსაზრებები უთხრან, რამდენად კარგები არიან რევოლუციურ კომიტეტში.

არ მგონია, მათ მოგზაურობას სხვა დანიშნულება ჰქონდეს – ისინი სალაროში ჩავიდნენ, შეჰყვეს თავი და ეუბნებიან, რომ მათაც აქვთ გარკვეული პრეტენზიები, დაფინანსება ჰქონდეთ, კონკრეტული საქმიანობისთვის.

„თუ ვინმე ამბობს: „მარტო დავამარცხებ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“…არ გამოდის” – პაატა მანჯგალაძე

გვახსოვს, ხოშტარია როგორ ახტებოდა მანქანებს. მაშინ, შეიძლება, რუსეთიდან მომდინარე დაფინანსება საკმარისი იყო, ახლა კი დამატება უნდა. სექტა მასაც გააჩნია.

თავის დროზე გაბაშვილი და უგულავა სააკაშვილს ჯართში გადაგდებულს ეძახდნენ, მათ რა ამოცანა და რა როლი აქვთ, არ ვიცი, მაგრამ მათაც უნდათ, იგივე სალაროს ფანჯარაში თავის შეყოფა. ეს ფანჯარა რამდენად ფართოა, ამაზე პასუხი არ მაქვს“. – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მაჭარაშვილი: „მიშამ თხარა, თხარა და FARA გამოთხარა – თუ ვინმე პატიმარ სააკაშვილს აწამებს, მისი ოჯახის წევრები არიან, რადგან მასთან რაღაც „წყალ-წყალა“ სუპი შეაქვთ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები