საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, ახალი მთავრობის სტრატეგიაზე, ხედვებზე და გეგმებზე ისაუბრა.
გახარიას გაპრემიერება რუსული პოლიტიკის ნაწილია და ის კრემლის დავალებებს შეასრულებს.
მინისტრთა ახალი კაბინეტი დღეს უნდა დამტკიცდეს, პარლამენტთან კი აქციაა
ვოლსკის თქმით, მთავრობის სტრატეგია და ხედვა არის სითბო, სათნოება და თუნდაც მწვავე, მაგრამ კონსტრუქციული დაპირისპირება ოპოზიციასთან.
“ეს იქნება ჩვენი სტილი მიმდინარე და 2020 წლის განმავლობაში.გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი სტრატეგია, გეგმები და ხედვები ჯანსაღია. ხალხთან შეხვედრები აჩევნებს, რომ ძალიან ბევრი პოზიტივი დაგროვდა და განწყობები ამაღლებულია.
თუმცა ისეთი საკითხები, როგორიც არის ლარის კურსი და როგორიცაა, თუნდაც გათვიცნობიერება სახელმწიფო პროგრამებში, არის ძალიან დაბალი”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.