LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდინი: თუ ვიქტორ მედვედჩუკს რამე დაემართება, პასუხი ზელენსკიმ უნდა აგოს – ის აშშ-ის დაკრულზე ცეკვავს

205
ვოლოდინი და ზელენსკი

რუსეთის დუმის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, თუკი ვიქტორ მედვედჩუკს რამე დაემართება, ამაზე პასუხისმგებელი უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იქნება.

„ზელენსკიმ ოპონენტს ხელბორკილები დაადო. აი ასეთია პოლიტიკური თავისუფლება უკრაინაში, მაგრამ აშშ და ევროკავშირი დუმს, თუ მედვედჩუკს რამე დაემართება, ამაზე პასუხი ზელენსკიმ უნდა აგოს“, – აღნიშნა ვოლოდინმა.

პესკოვი მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლის ინიციატივაზე: რუსეთის მოქალაქე არაა

კრემლის პრესსპიკერის თქმით, უკრაინაში არანაირი სამხედრო ოპერაცია არ იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კიევი ურთიერთობის ნორმალიზებასთან დაკავშირებით, მედვედჩუკის იდეებს გაითვალისწინებდა.

დუმის სპიკერმა მედვედჩუკს ზელენსკის „ნომერ პირველი კონკურენტი“ უწოდა და თქვა, რომ მედვედჩუკი მხარს უჭერს დამოუკიდებელი უკრაინისა და ნეიტრალური სახელმწიფოს მშენებლობას, ზელენსკი კი „აშშ-ის დაკრულზე ცეკვავს“.

„სწორედ ამ მიზეზით ვაშინგტონი და ბრიუსელი არ უჭერენ მხარს მედვედჩუკს. ზელენსკი კი ხელბორკილების დადებით ცდილობს, ის მოღალატედ წარმოაჩინოს.“ – განაცხადა ვოლოდინმა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები