მივმართე იენს ასეთი საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევის წინადადებით შესაბამისი კრიზისული კონსულტაციებისთვის, – უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შავ ზღვაში რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო უკრაინა-ნატო-ს საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევის წინადადებით მიმართა.
„ვისაუბრეთ ამჟამად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სიტუაციაზე, კერძოდ, შავ ზღვაში. რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე. ამ რეგიონში ნებისმიერი დესტაბილიზაცია, ჩვენი საექსპორტო გზების მუშაობის ჩაშლა ნიშნავს პრობლემებს მსოფლიოში ყველასთვის შესაბამისი შედეგებით.
საფასო კრიზისი შესაძლო შედეგებიდან ყველაზე მცირეა. ბატონ სტოლტენბერგთან განვიხილეთ ჩვენი ნაბიჯები მარცვლეულის დერეფნის განბლოკვასთან და მისი მდგრადი მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
ჩვენს თანამშრომლობაში ჩვენ ახალ, უფრო მაღალ დონეზე გადავედით…ნატო-უკრაინის საბჭოს დონეზე. და ამ მექანიზმმა შეიძლება, იმუშაოს. მივმართე იენს ასეთი საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევის წინადადებით შესაბამისი კრიზისული კონსულტაციებისთვის. ამ დღეებში შეხვედრა შედგება. ჩვენ შეგვიძლია შავ ზღვაში უსაფრთხოების კრიზისის გადალახვა“, – განაცხადა ზელენსკიმ.