რუსეთში მიმდინარე მოვლენებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი სისუსტე იმდენად აშკარაა, რომ მას ვერავითარი პროპაგანდით ვეღარ შენიღბავენ.
ზელენსკის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში, რუსეთი საკუთარი სისუსტისა და მისი მთავრობის სისულელის შესანიღბად პროპაგანდას იყენებდა და ახლა ისეთი ქაოსია, არავითარ ტყუილს არ შეუძლია მისი დამალვა.
„რუსეთის სისუსტე აშკარაა – სრულმასშტაბიანი სისუსტე“, – წერს ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ყველა, ვინც ბოროტების გზას ირჩევს, საკუთარ თავს ინადგურებს. ზელენსკი აღნიშნავს, რომ რაც უფრო დიდ ხანს აჩერებს რუსეთის თავის ჯარსა და დაქირავებულ მებრძოლებს უკრაინის მიწაზე, უფრო მეტი ქაოსი, ტკივილი და პრობლემები ექნება მოგვიანებით.
„ვინც სხვა ქვეყნის სიცოცხლეების გასანადგურებლად ჯარის კოლონებს აგზავნის და როცა სიცოცხლე წინააღმდეგობას უწევს, ვერ აჩერებს მათ გაქცევისა და ღალატისგან, ვინც რაკეტებით ატერორებს და მათი ჩამოგდების შემდეგ, შაჰიდის დრონების მისაღებად თავს იმცირებს, ვისაც ხალხი ეზიზღება და ასიათასობით მათგანს ომში აგდებს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, მოსკოვის ოლქში საკუთარი თავი ბარიკადებში მოაქციოს იმ ხალხისგან, ვინც თავად შეაიარაღა“, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.
Everyone who chooses the path of evil destroys himself. Who sends columns of troops to destroy the lives of another country and cannot stop them from fleeing and betraying when life resists. Who terrorizes with missiles, and when they are shot down, humiliates himself to receive…
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 24, 2023
ამავე თემაზე:
ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს
ევგენი პრიგოჟინმა „ვაგნერის“ მებრძოლები როსტოვის და ვორონეჟის ოლქების გუბერნატორებად დანიშნა