უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში ჩავიდა, სადაც ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს.
ასევე, უკრაინული სააგენტოს “ინტერფაქს-უკრაინა” ცნობით, ვილნიუსში ასევე ჩავიდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვიც.
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ზელენსკი დღეს მხოლოდ ლიდერების ვახშამში მიიღებს მონაწილეობს, ხოლო უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა ოთხშაბათისთვისაა დაგეგმილი.