LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ აშშ-სგან NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო

47
1650021030-1649080305-ვოლოდიმირ-ზელენსკი-1-1

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ აშშ-სგან NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო. ზელენსკიმ აშშ-ს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისათვის, თუმცა განმარტა, რომ ამ სისტემების რაოდენობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყანამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სკოლები, საავადმყოფოები, უნივერსიტეტები და თავად უკრაინელების სახლები დაიცვას.

„მსურს, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ბაიდენს და კონგრესს დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომელიც უკვე დამტკიცებულია. ჩვენ მივიღეთ NASAMS-ი. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება, რათა მოვიზიდოთ ჩვენი უკრაინელები სახლში დაბრუნებისთვის. თუ უსაფრთხოება იქნება, ჩამოვლენ, დასახლდებიან, აქ იმუშავებენ და გადასახადებს გადაიხდიან, მაშინ ბიუჯეტში ხუთი მილიარდი დოლარის დეფიციტი არ გვექნება. ეს ყველასთვის პოზიტიური იქნება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები