Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს ჩაუკეტონ საზღვრები – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს ჩაუკეტონ საზღვრები

108
1651589423-ვოლოდიმირ-ზელენსკი-2

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს ჩაუკეტონ საზღვრები. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები არის საზღვრების ჩაკეტვა, რადგანაც რუსებს სხვების მიწები მიაქვთ“. ზელენსკის განცხადებით, „რუსებმა უნდა იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, ვიდრე ფილოსოფიას არ შეცვლიან“.

„რანაირი რუსიც არ უნდა იყოს, აიძულეთ მათ, წავიდნენ რუსეთში. მაშინ ისინი მიხვდებიან. ახლა ისინი ამბობენ, ამ ომს ჩემთან რა საქმე აქვს. მთელი მოსახლეობა ვერ აგებს პასუხს, ეს შესაძლებელია? კი შესაძლებელია. მოსახლეობამ აირჩია ეს მთავრობა და ისინი მას არ ებრძვიან, არ ეჩხუბებიან, არ უყვირიან. არ გინდათ ეს იზოლაცია? თქვენ ამბობთ, რომ მთელი სამყარო თქვენი წესებით უნდა ცხოვრობდეს. მაშინ წადით და იცხოვრეთ რუსეთში. ეს ერთადერთი გზაა პუტინზე ზემოქმედებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები