LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი – მძიმე ვითარება რჩება სევეროდონეცკში, სადაც ქუჩის ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს

101
zelenskivolo

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, განსაკუთრებით მძიმე ვითარება რჩება სევეროდონეცკში, სადაც ქუჩის ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, დღეს დილისთვის, რუსული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებულმა სხვადასხვა სახის რაკეტამ 2503 შეადგინა. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„რუსულმა ჯარებმა კვლავ დაბომბეს სუმის ოლქის საზღვრისპირა რაიონები, მიკოლაევი, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქები. უკიდურესად მძიმე რჩება ვითარება სევეროდონეცკში, სადაც ქუჩის ბრძოლები გრძელდება. ასევე, ძალიან მძიმეა ვითარება, ლისიჩენსკში, მარინკში, კურახოვოსა და დონბასის სხვა ქალაქებში. გამუდმებით ხორციელდება საჰაერო, საარტილერიო, სარაკეტო თავდასხმები. დღეს დილისთვის სხვადასხვა რუსული რაკეტების საერთო რაოდენობა, რომელთა გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ მოხდა, 2503-ს შეადგენდა. ჩვენი გმირები ინარჩუნებენ პოზიციებს და აკეთებენ ყველაფერს, რათა მტერს მაქსიმალური ზარალი მიაყენონ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები