LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-ს ლეგენდარულ „ხოჭოს“ გამგრძელებელი არ ეყოლება

71

Volkswagen-ს ლეგენდარულ „ხოჭოს“ გამგრძელებელი არ ეყოლება. Volkswagen Beetle-ის ახალი ვერსიის შექმნაზე სხვადასხვა გამოცემები ხშირად წერენ ხოლმე. თუმცა, გერმანული ბრენდის ხელმძღვანელმა ფრენკ უელშმა ეს ინფორმაცია საბოლოოდ უარყო. ტოპ-მენეჯერის განცხადებით ჰეტჩბეკი თავისი თაობის ბოლო მოდელია და შთამომავლები მას აღარ ეყოლება. უფრო მეტიც, როგორც კი Volkswagen Beetle აქტუალობას დაკარგავს, ის ბაზრიდან საერთოდ გაქრება. გაქრობა ემუქრება ბრენდის კაბრიოლეტსაც და მას კროსოვერი Volkswagen T-Roc ჩაანაცვლებს.

საინტერესოა, რომ Volkswagen Beetle, რომელიც უკანასკნელად 2011 წელს განახლდა, ბრენდის ყველაზე ძველ მოდელად ითვლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები