Volkswagen-მა ყველაზე პატარა კროსოვერის ინტერიერი გამოაჩინა. გერმანულმა ავტომწარმოებელმა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლის ამსახველი რამდენიმე თიზერი გამოაქვეყნა.
T-Cross MQB-ის პლატფორმაზეა აგებული და ეს სწორედ ის პლატფორმაა, რომელსაც ჰეტჩბეკის Polo-ს შესაქმნელად იყენებდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ახალი მოდელი „ტიგუანაზე“ 38 სმ-ით უფრო მოკლე იქნება და მისი საბურავების სისტემა კი 27 მმ-ით უფრო პატარა იქნება. კროსოვერი მოძრავ სავარძლებს მიიღებს და საბარგულის მოცულობა კი 455 ლიტრი იქნება. T-Cross-ის აგრეგატი 3 ცილინდრიან ძრავს მიიღებს და 150 ცხენის ძალის განვითარებას შეძლებს. სიახლეს თანამედროვე აუდიოსისტემა, სმარტფონის უსადენო დამტენი და სხვა საინტერესო განახლებები ექნება. ყველაზე პატარა კროსოვერის პრემიერა პარიზში, მომავალი შემოდგომისთვისაა დაგეგმილი.