LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

VOLKSWAGEN-მა ერთ-ერთი სუკეთესო სახლი ბორბლებზე წარადგინა

130
Capture

დიუსელდორფში სპეციალურ გამოფენაზე დებიუტი ჰქონდა 2024 წლის Volkswagen California-ს. ის ჯერ კონცეპტის სახით აჩვენეს, მაგრამ ესეც უკვე აჩვენებს, რომ სერიული შესრულება შესაძლოა ბორბლებიანი სახლის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში გახდეს.

მნიშვნელოვანია, რომ ის ჰიბრიდული კომპლექტაციისაა. მისი მახასიათებლები ჯერ არ ხმაურდება, მაგრამ სავარაუდოდ 1.4 ლ-იანი ტურბოძრავი აქვს.

შიდა სივრცე ოპტიმიზირებულია სრულფასოვანი დასვენებისთვის. სახურავი ეხდება, ამიტომ ფეხზე დგომა შესაძლებელია. სამზარეულო ერთ-ერთ კართანაა, ამიტომ მისით სარგებლობა შიგნით ყოფნის დროსაც შეიძლება და გარეთაც. წინა სავარძლები კი 180 გრადუსით ტრიალებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები