LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-ისა და Gett-ის ერთობლივი პროექტი მდიდარი ტაქსების შესახებ

120

კონცერნმა Volkswagen-მა და ტაქსის სერვისმა Gett-მა, მაისის ბოლოს გააკეთეს განცხადება 300 მლნ. დოლარიანი პროექტის შესახებ, რომელიც მათი საერთო თანამშრომლობით ხორციელდება. საერთო საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი გახდება ავტომობილების Audi-სა და Porsche–ს ტაქსებად გამოყენება. სხვა დეტალების შესახებ კომპანიები არ საუბრობენ. იქნება თუ არა მობილურისთვის აპლიკაციები Audi-სა და Porsche-ს ტაქსების გამოსაძახებლად, ან იქნება თუ არა მსგავსი ფუნქცია ჩაშენებული Gett-ის აპლიკაციაში, ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა.

გერმანულმა მხარემ დაადასტურა, რომ მძღოლებისთვის, რომლებსაც სურთ გამოიყენონ კონცერნის (Volkswagen) მანქანები როგორც ტაქსები, იმოქმედებს სპეციალური ლიზინგ პროგრამები. არსებული ინფორმაციით, სპეციალური პროგრამები იქნება განკუთვნილი მხოლოდ შემდეგი მარკების ავტომობილებისთვის – Volkswagen, Skoda და Seat. ერთობლივი პროექტი დაიწყება 2017 წლის პირველ ნახევარში. თავდაპირველად სერვისი ხელმისაწვდომი იქნება ბერლინში და გერმანიის დიდ ქალაქებში. შემდეგ კი ევროპის სხვა ქალაქებშიც გავრცელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები