LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-ის გაყიდვები შემცირდა

11

მსოფლიოში არსებული ფინანსური კრიზისი, კარგის მომტანი რომ არაა, ფაქტია, თუმცა ისეთი ძლიერი კომპანიებისთვის როგორიც „ფოლკსვაგენია“, წესით დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. თუმცა კომპანიის განცხადებით ჩინეთში, რუსეთსა და ბრაზილიაში კომპანიის გაყიდვები 3,7%-ით შემცირდა.

 

ივლისის შემდეგ შემცირება შეეხო კომპანიის ისეთ ბრენდებს, როგირიცაა „აუდი“, „პორშე“ და „ბენტლი“. გარდა ამისა „შკოდა“ და „სეატი“-ს გაყიდვებმაც საგრძნობლად იკლო. 2014 წლის ზაფხულში, კომპანიას გაყიდული ქონდა 822 200 ავტომობილი, ხოლო წელს ავტომობილების რაოდენობა 792 100-მდე შემცირდა.

 

„ჩვენ გვესმის რომ ჩინეთში, რუსეთსა და ბრაზილიაში რთული ფინანსური მდგომარეობაა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ყველაფერი მალე გამოსწორდება და დასტაბილურდება“, – აცხადებენ კომპანიაში.