LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-ის ახალი ქროსოვერის პრემიერის თარიღი და სახელი ცნობილია!

34

ახალი შვიდადგილიანი ქროსოვერი, რომელსაც დიდი ხანია კომპანია Volkswagen-ი აანონსებს, Teramont-ი  არ იქნება. ამერიკული სააგენტო 2016 წლის აპრილში გერმანული კომპანიის ახალი მოდელის დაპატენტებაზე საუბრობს, რომელიც არა Teramont-ის, არამედ Atlas სახელითაა წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Automotive News ავრცელებს.

ქროსოვერმა ყველა სატესტო ფაზა გაიარა და ბოლო მსვლელობისას უკვე პაპარაცებმაც დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ ,,ლამაზმანზე’’ მუშაობა გერმანულმა კომპანიამ ამერიკულ ქარხანაში 2016 წლის მაისში დაიწყო.

Volkswagen Atlas აგებულია მოდულური შასით MQB. იგი სტანდარტულად ბენზინისა და დიზელის აგრეგატებითაა წარმოდგენილი. ძრავი ექვსცილინდრიანია. ჯერჯერობით უცნობია სხვა ტექნიკური მახასიათებლები მის სიმძლავრესა და მაქსიმალურ სიჩქარეზე. ქროსოვერი შესრულებული იქნება ჯიპის CrossBlue-ს სტილისტიკით, ხოლო მისი სალონი მაქსიმალურად ჰგავს Tiguan-ის მეორე თაობის ქროსოვერის ინტერიერს.

ახალი მოდელის პრემიერა 27 ოქტომბერს კალიფორნიის შტატში შედგება. რაც შეეხება საჯარო ჩვენებას, იგი 18 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები