LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen Golf ბაზარზე ძალიან მალე დაბრუნდება

122
golffw

Volkswagen-ის მე-8 თაობა სავარაუდოდ, 2020 წლის თებერვლიდან გაიყიდება. მანამდე კი ბრენდი იმ პრობლემებს მოაგვარებს, რომლებმაც თავი ტესტ-დრაივების დროს იჩინეს.

შეგახსენებთ, რომ Golf-ს პრობლემა ელექტრონიკასთან ქონდა. უფრო ზუსტად კი ახალმა მოდელმა ძალიან რთული უსაფრთხოების სისტემები მიიღო და მათი აქტივაციის დროს რამდენიმე სერიოზული ხარვეზი დაფიქსირდა.

როგორც ცნობილია, ახალი Volkswagen Golf-ის პრეზენტაცია 2019 წელს უნდა შემდგარიყო და მთავარ ლოკაციად ფრანქფურტის ავტოსალონი სახელდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, პრობლემის მოსაგვარებლად ბრენდს ცოტა მეტი დრო სჭირდება და ჩვენებაც ერთი წლით გადაიდო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები