Volkswagen გერმანიას მილიარდ ევროს გადაუხდის. სოლიდური ჯარიმა ავტომწარმოებელს დიზელის სკანდალის გამო დაეკისრა.
შეგახსენებთ, რომ კომპანიას ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის გავრცელებაში ადანაშაულებდნენ და Volkswagen-ის წარმომადგენლებს ამის უარყოფა არც უცდიათ. უფრო მეტიც, სააგენტო „Reuters”-ის ცნობით, ავტომწარმოებელი ჯარიმის გადახდასაც დაეთანხმა და მის გასაჩივრებას არ აპირებს. როგორ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი – კომპანია მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ იხსნის და პირიქით, პრობლემის გამოსწორებას ყველანაირად ეცდება. რაც შეეხება ჯარიმას, 5 მილიონი -სახელმწიფოს, 995 მილიონი კი კომპენსაციების სახით დაზარალებულებს უნდა გადაეცეთ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. „დიზელის სკანდალი“ 2015 წელს დაიწყო და კომპანიამ მსოფლიო ბაზრიდან 11 მილიონი ავტომობილი უკან გაიწვია.