LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen 577 000 ავტომობილს, ფარების დეფექტის გამო, უკან იწვევს

30

გერმანული ავტოკონცერნი Volkswagen და მისი პარტნიორი FAW ჩინეთში გაწვევის კამპანიას იწყებენ, რაც საავტომობილო სინათლის ტექნიკის შესაძლო პრობლემებს უკავშირდება. გაწვევას 577 000 ავტომობილი ექვემდებარება.

Volkswagen Golf-სა და Sagitar-ის ოპტიკა მაღალი ტენიანობის, ან ტემპერატურის ცვლილებების გამო, შესაძლოა, წყობიდან გამოვიდეს. ასეთ განცხადებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხარისხის კონტროლის, ინსპექტირებისა და კარანტინის გენერალური ადმინისტრაციის წარმომადგენელი აკეთებს. გაწვევას 416 464 ერთეული Volkswagen Golf ექვემდებარება, რომელიც 2009 წლის სექტემბრიდან 2014 წლის მაისამდეა გამოსული, ასევე უკან დაიბრუნებს ქარხანა 161 226 Volkswagen Sagitar-საც, რომლებიც 2010-12 წლებშია გამოსული.

შეგახსენებთ, ჩინეთი გერმანული ბრენდისთვის ერთ-ერთი ძირითადი ბაზარია. გასულ წელს ჩიენთის ოფიციალურმა დილერებმა 4 000 000 ავტომობილი გაყიდეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები