LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen 30 ახალ ელექტროძრავიან მოდელს აწარმოებს

19

კომპანია Volkswagen უახლოესი 10 წლის მანძილზე დაახლოებით 30 ელექტრო ძრავზე მომუშავე ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს, რომელიც მათი გათვლებით, კომპანიის გაყიდვების 20-25%-ს შეადგენს.

2025 წლისთვის გერმანული ავტომწარმოებელი ორი-სამი მილიონი ელექტროქარის გაყიდვას გეგმავს ყოველდღიურად. ამის შესახებ Volkswagen-ის ხელმძღვანელმა მატიას მიულერმა კონცერნის ბოლო პრეზენტაციაზე – ’’Together – Strategy 2025” განაცხადა.

ელექტროძრავიანი ავტომობილების ხაზის გაფართოება კომპანიის ახალ პრიორიტეტებს დაუდებს სათავეს. მაგალითად, საკუთრივ Volkswagen აწარმოებს ელექტრობატარეებს, რომლებიც მასშტაბით სავარაუდოდ Tesla Motors-ის კონკურენტი იქნება.

კომპანიის ელექტრო-სერიის მშენებლობისთვის განკუთვნილი საწარმოს მშენებლობა კი 10 მილიარდ ევროს დაჯდება და 50 კმ შტაბ-ბინით შემოიფარგლება, რომელიც ვოლფბურგში იქნება განლაგებული.