მონტე-კარლოს ისტორიულ რალიზე მონაწილეობის მიღება მხოლოდ იმ ავტომობილებს შეუძლიათ, რომლებიც 1955-დან 1980 წლებამდე პერიოდში არიან გამოშვებული. შესაბამისად, ორმა „ვოლგამ“ შესარჩევი პროცესი უპრობლემოდ გაიარა. რალის ორგანიზატორები ეგზოტიკური ეკიპაჟებით ყოველთვის ინტერესდებიან ხოლმე. შოუზე ყოველ წელს გამოდიან ისეთი ბრენდები როგორებიც არიან Lancia Stratos, Mini Cooper თუ Porsche და მათ მაყურებელიც მიეჩვია. ხოლო, საბჭოთა ავტომობილის გამოჩენა ნამდვილ შოუდ იქცა.
1964 წელს აწყობილი „ვოლგები“ ფინიშის ხაზამდე უპრობლემოდ მივიდნენ. თუმცა, ამ მსვლელობას იმდენად დიდი დრო მოანდომეს, რომ ყველანაირი ლიმიტი ამოიწურა და შესაბამისად კონკურსსაც გამოეთიშნენ. თუმცა, ფოტორეპორტაჟი მაინც ძალიან საინტერესო გამოვიდა.