LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Vogue: საქართველო მალე ახალი ბერლინი, ან პრაღა გახდება – უმჯობესია დროულად ეწვიოთ ამ ქვეყანას

51

მოდის სამყაროს გავლენიანი ჟურნალი Vogue მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჟურნალი Vogue საქართველოს შესახებ წერს.

„საქართველო სწრაფ გზას დაადგა და მალე ახალი ბერლინი ან პრაღა გახდება. უმჯობესია დროულად ეწვიოთ ამ ქვეყანას იმიტომ, რომ ცოტა ხანში საქართველოში გამგზავრების იდეა ყველას მოუვა თავში“, – წერს სტატიის ავტორი კარენ ლოფტუსი.

ჟურნალისტი სტატიაში საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობსაც აღწერს და განსაკუთრებულ ყურადღებას ქვეყნის მრავალფეროვან კულტურას უთმობს.

„აღმოსავლეთ ევროპის მეზობლების მსგავსად საქართველო რადარებიდან გამქრალი იყო, 1991 წელს რუსეთისგან დამოუკიდებელი გახდა და სახელწოდება საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკიდან მხოლოდ საქართველო დარჩა. თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში იყო, 1997 წელს საქართველოს სულ რაღაც 1500 ვიზიტორი ჰყავდა, თუმცა ამ ქვეყანამ მოახერხა და ტურისტების ნაკადი საგრძნობლად გაზარდა. 2016 წელს საქართველომ მე-6 მილიონე საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი აღნიშნა“, – წერის სტატიაში.

Vogue-ის ჟურნალისტის თქმით, საქართველოს ტურისტული მიმართულებით საერთაშორისო მედია სულ უფრო ინტერესდება: „New York Times-მა 2015 წელს საქართველო მსოფლიოს 52 ტურისტულ მიმართულებაში შეიყვანა, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიო. კახურ ღვინოზე წერს პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი „Condé Nast Traveler.“  ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტი კი ენტონუ ბორდეინი მაყურებელს ურჩევს სამოგზაურო სიაში აუცილებლად დაამატონ საქართველო“.

სტატიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე – https://www.vogue.com/article/georgia-tbilisi-where-why-to-go

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები