2 კვირის წინ, 51 წლის გვენ სტეფანი და 45 წლის ქანთრი მომღერალი, ბლეიკ შელტონი დაქორწინდნენ. გვენს „ვერა ვონგის“ თეთრი კაბა ამშვენებდა, რომელსაც კოვბოის ჩექმები შეუხამა.
ქორწინებიდან სულ ცოტა ხანში წყვილი ვისკონსინში, ქანთრი მუსიკის ფესტივალზე საზოგადოების წინაშე ერთად გამოჩნდა. მათ სცენაზე ცეცხლი დაანთეს. ისინი ერთმანეთში თვალს ვერ წყვეტდნენ, კონცერტის მსვლელობისას ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ და ემოციებს ვერ მალავდნენ.