LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვნახოთ, როგორ წავა თანამშრომლობა – “თეთრი ხმაური” აქციას 1 კვირით წყვეტს

47

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” საპროტესტო აქციებს ერთი კვირით წყვეტს და სამუშაო რეჟიმში გადადის,- ამის შესახებ აქციაზე ბექა წიქარიშვილმა განაცხადა.

“ჩვენი პროტესტი, ჩენი მოთხოვნები ყოველთვის იქნება ლეგიტიმური, თუკი არ შესრულდება დანაპირები და ჩვენ გავაგრძელებთ ბუნებრივია პროტესტს.

ერთ კვირიან ვადას ვიღებთ იმისთვის, რომ სამუშო პროცესს დავაკვირდეთ და ვნახოთ, როგორ წავა. შაბათი იქნება გადამწყვეტი, შაბათს ვაანონსებთ წინასწარ უფრო ორგანიზებულ და დიდ აქციას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვიმუშაოთ, ვნახოთ, როგორ წავა თანამშრომლობის შემოთავაზება, რამდენად კონსტრუქციული და რეალისტური იქნება დაპირებები, რომლებიც დღეს მივიღეთ და მოვიქცევით შესაბამისად,”- განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

მისივე თქმით საზოგადოებრივ აზრთან დაკავშირებით გარკვეული გამოწვევებია და ანტი პიარი მიმდინარეობს. მან აქციის მონაწილეებს სთხოვა, რომ საზოგადოებას დაანახონ რისთვის იბრძვიან და დაანახონ სიმართლე. მან აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

ბექა წიქარიშვილმა აღნიშნული განცხადება აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლის შემდეგ გააკეთა. შინაგან საქმეთა მინისტრმა აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა და მათაც იმავესკენ მოუწოდა. მან აქციის მონაწილეებს სამუშო ფორმატშუ გადანაცვლება შესთავაზა.  მინისტრის თქმით, ის მზადაა ხვალ 10:00 საათზე აქციის მონაწილეების ნაწილთან ერთად განიხილოს, პარასკევი საღამოს ყველა დეტალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები