LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმირ პოზნერს რუსულ „პირველ არხზე“ გადაცემა დაუხურეს

171
pozneri

ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება. ცნობილი ჟურნალისტის გადაცემა „პოზნერი“ 21 თებერვლის შემდეგ ეთერში აღარ გასულა. როგორც მედია აღნიშნავს, პაუზები აქამდეც ყოფილა, თუმცა მხოლოდ საზაფხულო სატელევიზიო შესვენებების დროს. პოზნერის გადაცემა კი ეთერში მაყურებელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აღარ უნახავს.

ვლადიმირ პოზნერს დაუკავშირდა Агентство-ს ჟურნალისტი და მას კითხვები მისწერა. მათი თქმით, პოზნერმა შეკითხვები წაიკითხა, მაგრამ მან პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. მისმა ასისტენტმა კი განაცხადა, რომ არ იცის, როდის გავა ეთერში პროგრამა. არხის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პოზნერის მსგავსად, არ ისურვა ამ საკითხის კომენტირება.

ეს რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა, აჩვენონ ყველა ტურისტს, რომ საქართველოში ჩასვლა არ შეიძლება – გავრილოვი პოზნერის ვიზიტზე

თინა კანდელაკი: მრცხვენია იმის გამო, რაც თბილისში პოზნერის ვიზიტს მოჰყვა