რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით პირველად კომენტარი გააკეთა.
„ნორმანდიის ოთხეულის სამიტის” შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანელმა ჟურნალისტმა შეკითხვა დასვა ბერლინში ხანგოშვილის მკვლელობის თაობაზე.
გერმანიის საგარეო უწყებამ ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა
მოსკოვი ბერლინს ემუქრება - მიზეზი ზელიმხან ხანგოშვილის საქმეა
გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირი უარყო, თუმცა ზელიმხან ხანგოშვილს „ბანდიტი“ და „მკვლელი“ უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნას მის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ყურადღება არ მიაქციეს.
საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. გერმანიის პროკურატურა ბერლინის პარკში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმეში ჩეჩნურ კვალს ხედავს, თუმცა მოსკოვი საქმესთან რაიმე კავშირს უარყოფს.