LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს

67
პუტინი და ფაშინიანი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ, ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას მხარეებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს გართულებული ვითარება განიხილეს.

ფაშინიანთან საუბრისას პუტინმა ყურადღება მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტთან დაკავშირებით 2020 წლის 9 ნოემბრისა და მიმდინარე წლის 11 იანვრის შეთანხმებების შესრულებაზე გაამახვილა.

მისი თქმით, ერევანსა და ბაქოს შორის არსებული პრობლემები მშვიდობიანად, პოლიტიკური და დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს.

ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენიტეტის ხელყოფაში დაადანაშაულა და რუსეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

გეგარკუნკის მხარეში, აზერბაიჯანელებმა რამდენიმე ასეული მეტრით წინ წაიწიეს – ფაშინიანი აზერბაიჯანის ძალების მხრიდან აგრესიულობის ტენდენციაზე საუბრობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები