რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აუცილებელია ისეთი პირობების შექმნა, რომ სირიელმა ხალხმა საკუთარი განვითარების გზა საგარეო ჩარევის გარეშე განსაზღვროს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ უახლოესი მომავლის ამოცანაა, შევთანხმდეთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რათა ხელი შეეწყოს სირიის შიდა, ინკლუზიურ პოლიტიკურ დიალოგს. ანუ, პრაქტიკაში განვახორციელოთ ჩვენი შეთანხმება, რომ შევქმნათ პირობები, რომლითაც თავად სირიელებს, საგარეო ჩარევის გარეშე, შეეძლებათ, განსაზღვრონ თავიანთი ქვეყნის ბედი. ფაქტობრივად, სწორედ ამისთვის წამოიწყო ჩვენმა სამმა სახელმწიფომ 2018 წელს, სოჭში, სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესზე, გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის თაობაზე“, – აღნიშნა პუტინმა თეირანში, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან ერთობლივ შეხვედრაზე.