რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ერთიანი რუსეთის“ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი იქნება სუვერენული ძალა, ან საერთოდ არ იარსებებს.
მისი მტკიცებით, რუსეთი თავად განსაზღვრავს და შექმნის საკუთარ მომავალს.
„რუსეთს არ შეუძლია, ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად, ძეხვის სანაცვლოდ დათმოს სუვერენიტეტი და ვინმეს სატელიტი გახდეს..
უნდა გვახსოვდეს, არასოდეს დავივიწყოთ და ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რომ რუსეთი ან იქნება სუვერენული, თვითკმარი ძალა, ან საერთოდ არ იარსებებს”, – განაცხადა პუტინმა.