LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ კლიჩკო 24 წლის შემდეგ მეტროს დაუბრუნდა

44

 

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 24 აგვისტოს აღინიშნება, ცნობილი უკრაინელი მოკრივე ვლადიმერ კლიჩკო მშობლიურ ქვეყანას ესტუმრა. როგორც მისი ინსტაგრამის გვერდიდან შევიტყვეთ, მან 24 წლის განმავლობაში პირველად ისარგებლა უკრაინის მეტროთი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ის ფეხზე იდგა, რადგან დასაჯდომი ადგილი ვერ მონახა და ამასთანავე საკუთარი პერსონის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას გადააწყდა, ის მაინც დადებითად არის განწყობილი და საკუთარ ფეისბუქზე ასეთ განცხადებას აქვეყნებს: „დღეს 24 წლის განმავლობაში პირველად ვისარგებლე მეტროთი, კარგია, რომ დავბრუნდი“.

 

შეგახსენებთ, რომ შემდეგი ორთაბრძოლა ვლადიმერ კლიჩკოსა და ბრიტანელ ტაისონ ფიურის შორის 24 ოქტომბერს გაიმართება დიუსელდორფში.
39 წლის მოკრივეს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული კარიერის განმავლობაში, მათ შორის WBA, WBO, IBF, და IBO. გარდა ამისა, 67 შეხვედრიდან მან გამარჯვებას 64 ორთაბრძოლაში მიაღწია, ხოლო 3-ჯერ დამარცხდა მეტოქეებთან პროფესიულ რინგზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები