LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ლაშა ტალახაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდნენ

93

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. ისინი ქართული სპორტის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებისა და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის დაჯილდოვდნენ.

ჯილდოები სპორტსმენებს დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში XXXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონების ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და ლაშა ტალახაძის სახელობითი ვარსკვლავების გახსნაზე გადასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები