LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვხედავთ ეკონომიკის გაჯანსაღების, ექსპორტის ზრდის და ტურიზმის გარკვეულწილად გამოცოცხლების ნიშნებს, ამ პოზიტივს ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ: თურნავა

59
ნათია თურნავა

“მიუხედავად პანდემიისა, რომელსაც ჯერ კიდევ ვებრძვით, ვხედავთ ეკონომიკის გაჯანსაღების, ექსპორტის ზრდის და ტურიზმის გარკვეულწილად გამოცოცხლების ნიშნებს.” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და აღნიშნა, რომ საზოგადოება ერთად უნდა გაუფრთხილდეს ამ პოზიტივს და გააძლიეროს.

როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ეს პასუხისმგებლობა ნებისმიერმა ოპოზიციურმა ძალამ იგრძნოს და სრული სიმძიმით გაიზიაროს:

“როგორ მოქმედებს პოლიტიკური არასტაბილურობა, ეკონომიკურ ვითარებაზე, ეს რიტორიკული კითხვაა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური არასტაბილურობა ყოველთვის აზიანებს ეკონომიკურ განვითარებას. ახლა, მიუხედავად პანდემიისა, რომელსაც ჯერ კიდევ ვებრძვით, ვხედავთ ეკონომიკის გაჯანსაღების, ექსპორტის ზრდის და ტურიზმის გარკვეულწილად გამოცოცხლების ნიშნებს, ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ამ პოზიტივს და გავაძლიეროთ.

ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერმა ოპოზიციურმა ძალამ იგრძნოს და გაიზიაროს სრული სიმძიმით ეს პასუხისმგებლობა. ჩვენ ადამიანის უფლებები დაცვის ერთგული მთავრობა ვართ.” – თქვა ნათია თურნავამ.