LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით შემოდის

63
6d17615d-0bab-43c4-b57a-650fc3ed0362_640

2022 წლის მაისში ტურიზმის აღდგენა დაჩქარდა და ტურისტების რიცხვმა ბოლო 2 წელიწადში პირველად მიაღწია 2019 წლის დონის 62.3%-ს, – ამის შესახებ საუბარია „გალტ & თაგარტის“ კვირის მიმოხილვაში.

გალტ & თაგარტის მონაცემებითვე, 2022 წლის მაისში 319.8 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი (+205.3% წ/წ, ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) მოგზაურობდა საქართველოში.

ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა თურქეთიდან (18.8% წილი ჯამურ ვიზიტებში), რასაც მოჰყვება რუსეთი (16.1% წილი) და სომხეთი (13.3% წილი). ამასთან, ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (59.0%-იანი წილი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები