ვიზიტორთა საყურადღებოდ – ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ბათუმის ბულვარის სრულ ტერიტორიაზე გარკვეული სახის შეზღუდვები წესდება.
უფრო კონკრეტულად იზღუდება:
-
სპორტულ-გასართობი მოედნებით სარგებლობა;
-
ძველ და ახალ ბულვარში საბავშვო ატრაქციონებით სარგებლობა;
-
სავარჯიშო სპორტული ტრენაჟორებით სარგებლობა;
ამასთანავე :
-
დახურულია სკეიტ-პარკი, ჩოგბურთის მოედანი, ვეტერანთა საჭადრაკო კლუბი „ნონა“;
-
შეჩერებულია ბათუმის ბულვარის ტერიორიაზე არსებული კაფე-ბარების ფუნქციონირება.
„მაქსიმალურად შეზღუდეთ ბულვარში სეირნობა. განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში კი გამოიჩინეთ სიფრთხილე და დაიცავით სოციალური დისტანცია! ბათუმის ბულვარში არსებულ საპარკე ინსფრასტრუქტურაზე შეხების დროს კი, მაქსიმალურად დაიცავით დეზინფექციის ნორმები. ნუ შევუწყობთ ხელს ვირუსის გავრცელებას! გისურვებთ ჯანმრთელობას!“, – აცხადებენ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში.