LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიზიტორები აშშ-დან და ისრაელიდან საქართველოში ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ, რუსეთიდან – ყველაზე ცოტას

1694
WireAP-2ec9ac230bc74c38920c6a57efb5c28d-16x9-992

კვლევითი ორგანიზაცია Policy and Management Consulting Group – PMCG ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვას აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 2021 წლის აპრილში 141.6%-ით გაიზარდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, და 86.8%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 140.4%-ით გაიზარდა (2021/2020) და 85.0%-ით შემცირდა (2021/2019), ხოლო საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 182.2%-ით გაიზარდა (2021/2020) და 78.2%-ით შემცირდა (2021/2019).

როგორც PMCG იუწყება, ვიზიტორები აშშ-დან და ისრაელიდან საქართველოში გამოირჩევიან მაღალმხარჯველიანობითა და ხანგრძლივი ვიზიტებით. თურქეთიდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ირანიდან და სომხეთიდან ჩამოსული ვიზიტორები მაღალმხარჯველიანობით და ხანმოკლე ვიზიტებით გამოირჩევიან, ხოლო ვიზიტორები რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან მიეკუთვნებიან დაბალმხარჯველიანი ვიზიტორების კატეგორიას, და გამოირჩევიან ხანმოკლე ვიზიტებით.

„საქართველომ 2020 წელს COVID-19–ის გამო ყველაზე მეტი შემოსავალი ტურიზმიდან, უშუალო მეზობლების გამოკლებით, ისრაელიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან დაკარგა. აღსანიშნავია, რომ ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები იმ ქვეყნებს შორის არიან, სადაც ვაქცინირებული ადამიანების წილი მოსახლეობაში მაღალია. ამრიგად, ამ ორი ქვეყნისკენ მარკეტინგული კამპანიის მიმართვამ შესაძლოა ეფექტური შედეგი გამოიღოს“, – წერია Policy and Management Consulting Group – PMCG ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები