LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიზიტი სირიაში: ასლან ბჟანია ბაშარ ასადს შეხვდება

67
Untitled design (3)

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სირიის რესპუბლიკაში იმყოფება.

sputnik abkhazia-ს ინფორმაციით, ასლან ბჟანია სირიელ კოლეგას, ბაშარ ალ ასადს და სირიის რესპუბლიკის სხვა ლიდერებს შეხვდება.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის პროგრამა დღეს დილიდან იწყება და აფხაზეთ-სირიის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი შეხვედრაც გაიმართება. ერთმანეთს შეხვდებიან აფხაზეთისა და სირიის პარლამენტების თავმჯდომარეებიც.

sputnik abkhazia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთისა და სირიის რესპუბლიკებმა 2018 წლის 29 მაისს, დამოუკიდებლობის ორმხრივი აღიარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ განაცხადეს.

გასული წლის ივლისში, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა, აფხაზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბაგრატ ხუტაბი მიიღო პრეზიდენტის სასახლეში, სადაც რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

სირიის რესპუბლიკაში აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის ცერემონია კი დამასკოში, 2020 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები