LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიზიარი” ვარუდობს, რომ გაზაფხულზე საქართველოში ფრენები აღდგება

155
10365309-714489448619008-1918692271421809423-o

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ტურიზმის აღდგენის დიდი პერსპექტივა აქვს.

საქართველოში ფრენის პერსპექტივების აღდგენა არსებობს.

„ოპტიმისტურად აფასებენ საავიაციო კომპანიები მომავალში საქართველოში ფრენის და ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად, ეს მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ ეს აძლევს საშუალებას მაგალითად „ვიზეარს“, რომელსაც ჩვენ ყველანაირად შევუწყეთ ხელი და 2016 წელს შემოვიყვანეთ და მერე გავაფართოვეთ მისი ფრენები. „ვიზეარი“ ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე კვლავ აღადგენს საქართველოში ბაზას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იყო კოვიდპანდემიით გამოწვეული დროებითი გადაწყვეტილება და ბევრ ქვეყანაში მოუწია ავიაკომპანიებს თავისი ბაზების შემცირება და ფრენების შეწყვეტა, მაგრამ ახლა ხედავს პოზიტიურ ტრაექტორიას ჩვენი ეკონომიკის განვითარების და აცხადებს, რომ გაზაფხულზე დიდი ალბათობით ბაზა აქ აღდგება“, –  აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები