LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიზიარებ თქვენ ტკივილს“ – ალიევი და ფაშინიანი კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

214
Untitled design - 2023-01-15T213034.636

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

სამძიმრის წერილი მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე გამოგზავნა.

„თქვენო აღმატებულებავ, ღრმა ტკივილით შევიტყვე ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების შესახებ.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობარ ქართველ ერს. ვახტანგ კიკაბიძის მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება იმ კულტურის ისტორიაში, რომელიც სომეხი და ქართველი ერების მეგობრობის სიმბოლოა“, – წერს ფაშინიანი.

სამძიმრის წერილს აქვეყნებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ გამოჩენილი მომღერლის, მსახიობისა და რეჟისორის, ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო.

ვახტანგ კიკაბიძის სახელი სამუდამოდაა ამოტვიფრული საბჭოთა და ქართულ დიდებულ კულტურაში. ვახტანგ კიკაბიძე მთელი ეპოქის სიმბოლოდ იქცა თავისი მრავალმხრივი ნიჭის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ხელოვნებაში შემოტანილი ახალი და უნიკალური ატმოსფეროს წყალობით. კინოში მის მიერ შესრულებული დაუვიწყარი გმირები და ორიგინალურად შესრულებული სიმღერები რამდენიმე თაობის გულებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

ვახტანგ კიკაბიძე აზერბაიჯანის დიდი მეგობარი იყო. მისი შემოქმედება ყოველთვის უყვარდა აზერბაიჯანელ ხალხს, დიდ პატივს სცემდნენ და მისით აღფრთოვანებულები იყვნენ. მან ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და მეგობრული და მეგობრული მეზობლური ურთიერთობების განმტკიცებაში.

გამოჩენილი ხელოვანისა და გულწრფელი ადამიანის, ვახტანგ კიკაბიძის ძვირფასი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში. ვიზიარებ თქვენს ტკივილს ამ მძიმე დანაკარგთან დაკავშირებით, ჩემი და მეჰრიბან ხანუმის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, – ნათქვამია ალიევის განცხადებაში. 

დიდი ხალხის დიადი ადამიანი – რას წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ბუბა კიკაბიძეზე

ბუბას ეპოქა დამთავრდა – როგორ ემშვიდობება ნანი ბრეგვაძე გარდაცვლილ ლეგენდას

პრემიერი: „მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის – მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო

„დიდ ხელოვანთან ერთად ის იყო დიდი ადამიანი“ – ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები