ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში, კომპანია Wizzair-ის შესახებ წერს. როგორც ის ყვება, მისი მეუღლე და მეგობრები, ავიაკომპანიისა და აეროპორტის ხარვეზების გამო, კვიპროსში ჩარჩნენ.
შეროზიას თქმით, ჩარჩენილ მგზავრებს შორის ორსული ქალიცაა. ისინი ვიზეარის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ.
ბლოგერი მოუწოდებს ხალხს, ავიკომპანიის წინააღმდეგ ერთად დადგნენ.
“მეგობრებო, თქვენი დახმარება გვჭირდება, გთხოვთ გააზიაროთ ეს ინფო!!!
ვიზეარი აკეთებს საშინელებას! ჩემი ცოლი და მეგობრები, ჯამში 9 ადამიანი, ჩარჩენილია კვიპროსში. მიზეზი: ორი საათით ადრე გაიარეს რეგისტრაცია, გაუფუჭდა აეროპორტს პასპორტის წამკითხველი აპარატი, წაიყვანეს, წამოიყვანეს, დააკარგვინეს დრო და თან ამშვიდებდნენ, რომ დაგელოდებიანო.
საბოლოოდ, თვითმფრინავი არ იყო აფრენილი და არ აუშვეს, დაგაგვიანდაო!!! თან ორი ავიდა, აუშვეს, უკან მოდიოდა დანარჩენები და არ დაელოდნენ. მათი მიზეზით დაგვიანებული და რეალურად დროზე უფრო ადრე მისული ხალხი. წინა გზაზე კიდევ 8 საათი ალოდინეს. ახლა ფეხებზე გვკიდიაო, ახალი ფრენა იყიდეთო, საელჩოც არ მუშაობს.
იმენნა, ასეთი განუკითხაობა არ მინახავს არსად, არასდროს! ხვალ თქვენ ამოგარტყამენ წიხლს, ამიტომ არ უნდა შერჩეთ და სახე უნდა ავახიოთ ყველამ ერთად!!. 4 დღეშია შემდეგი ფრენა, ხალხს სამსახურშიც აქვთ პრობლემები, არც დასარჩენი დანაზოგი, სულ გაგიჟდა ეს მართლა საშინელი კომპანია!!!
რა სამარცხვინოა, იურისტები კი ამზადებენ სარჩელს ახლა, მაგრამ მანამდე რა უნდა ქნან! არც გაგზავნილი თანხა არ დაჯდება მინიმუმ დილამდე და ქუჩაში ან აეროპორტში უნდა გაათენონ?!!! თან ორსულადაა ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც ცუდად გახდა აეროპორტში და ვიზეარმა ძაღლადაც არ ჩააგდო! :(((( უყვიროდნენ ყველას და პოლიცია გამოიძახეს, აქეთ აბრალებენ ახლა.
გთხოვთ, გთხოვთ დაგვეხმარეთ ვინმე!!!”, – წერს გურამ შეროზია სოც. ქსელში.