LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ვიყავი და ვარ „ოცნების“ მხარდამჭერი, მაგრამ დაპირისპირება მქონდა ჯანდაცვის არა მარტო ამ მინისტრთან, სერგეენკოსთანაც – თენგიზ ცერცვაძე

476
თენგიზ-ცერცვაძე1

“მე ვიყავი და ვარ „ოცნების“ მხარდამჭერი, მაგრამ დაპირისპირება მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან; არა მარტო ამ მინისტრთან, სერგეენკოსთანაც”,- ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ “პირველი არხის” ეთერში განაცხადა.

როგორც მან განმარტა, მისი და მინისტრების დაპირისპირების მიზეზი იყო ინფექციური საავადმყოფოს შენობა.

“თავიდან ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, მე, ამირანს და პაატას, რომ „ოცნების“ მხარდამჭერები ვართ და მათ ღონისძიებებს ვესწრებით. ვერ გავიგე, თუკი იურისტი ესწრება, სპორტსმენი, ხელოვანი და სხვა, ექიმს რატომ არ შეუძლია დასწრება? გაუგებარია, აუცილებლად ექიმი რატომ უნდა იყოს აპოლიტიკური და ვთქვათ, სპორტსმენი, ხელოვანი, იურისტი და მშენებელი პოლიტიკური?! მე ვიყავი და ვარ „ოცნების“ მხარდამჭერი, მაგრამ დაპირისპირება მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან; არა მარტო ამ მინისტრთან, სერგეენკოსთანაც.

„თქვენ რომ ნახოთ ჩვენი მიმოწერა, გაცილებით მწვავე და კატეგორიულია” – ცერცვაძე სერგეენკოსთან ურთიერთობაზე

ძირითადად, შენობის საკითხზე იყო დაპირისპირება, რომ ასეთი მნიშვნელობის დაწესებულებას, რომელმაც ქვეყანას შიდსის ეპიდემია ააცილა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური და ისტორიული პროგრამის ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებელი იყო და, რომელიც კოვიდის ეპიდემიის გაჩენის დღიდან ინფექციასთან ბრძოლის ფლაგმანი გახდა, არ ჰქონდა შენობა. ვმუშაობდით არა ცუდ, არამედ ღირსების შემლახავ პირობებში. ადმინისტრაციულ შენობაში დღესაც წყალი ჩამოდის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მთავრობამ ინფექციურ საავადმყოფოს 40 მილიონად ახალი შენობა შეუძინა

მისი თქმით, ინფექციური საავადმყოფოს შენობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ის, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კარგი ჰოსპიტალი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები